რამდენიმე წლის წინ ქართველი ჩაის მოყვარულები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგგვეტანა ქართული ჩაის აღორძინების საქმეში.
ამ მიზნით 2007 წელს დაარსდა „მზიანი ჯგუფი“. ამავე პერიოდში შევიძინეთ „მზიანის“ ჩაის ქარხანა. ჯგუფის მიზანი იყო გურიის მაღალმთიან სოფლებში ჩაის წარმოების აღორძინება, მათ შორის: მზიანის ჩაის ქარხნის ბაზაზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება პლანტაციების რეაბილიტაციაში და შწმდგომ მათგან ჩაის ფოთლის შეძენა; ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ხარისხის შავი და მწვანე ჩაისა და დაფნის რეალიზაცია. დაფნის წარმოება დავიწყეთ 2010 წლიდან.