დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

divider

რამდენიმე წლის წინ  ქართველი ჩაის მოყვარულები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგგვეტანა  ქართული ჩაის აღორძინების საქმეში.

        ამ მიზნით 2007 წელს  დაარსდა „მზიანი ჯგუფი“.  ამავე პერიოდში შევიძინეთ  „მზიანის“ ჩაის ქარხანა. ჯგუფის მიზანი იყო გურიის მაღალმთიან სოფლებში ჩაის წარმოების აღორძინება, მათ შორის: მზიანის ჩაის ქარხნის ბაზაზე  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება პლანტაციების რეაბილიტაციაში და შწმდგომ მათგან   ჩაის ფოთლის  შეძენა; ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ხარისხის შავი და მწვანე ჩაისა და დაფნის  რეალიზაცია. დაფნის წარმოება დავიწყეთ   2010 წლიდან.

         დღეისათვის  „მზიანი ჯგუფში“ შედის შპს GGG (სს 237109473) და შპს GGG-მზიანი (სს 437075825).

ჩვენ ნაწილობრივ შევძელით დასახული მიზნის შესრულება.   რეგულარულად  ვაწარმოებთ ჩაისა და დაფნის ექსპორტს  უკრაინასა და უზბეკეთში. მიუხედავად ამისა  მზიანი ჯგუფი დაინტერესებულია ახალი პარტნიორების მოძიებით.

 

        რატომ ჩვენ? პირველ რიგში, მთავარია მიირთვათ ქართული  ჩაი, შემდეგ კი, ქართულებიდან,  აირჩიოთ ჩვენი  ჩაი – მზიანი.   აღსანიშნავია, რომ  დღეისათვის  ჩვენს მიერ წარმოებული შავი ელიტური ჩაი,  ერთერთი საუკეთესოა ქართულ ჩაის წარმოებაში.ამას ადასტურებს სხვადაასვხა ლაბორატორიების დასკვნები და სპეციალისტების შეფასებები. გარდა ჩაის ხარისხისა და ფასისა, რაც, რასაკვირველია, უმთავრესია  პროდუქციის რეალიზაციის საქმეში, ჩვენს პროდუქციას გააჩნია ასევე სხვა დატვირთვა.

 .ცოტა ისტორიაც.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ შევქმნათ ევროპის დონის  ჩაისა და დაფნის გადასამუშებელი კომპლექსი. ამისათვის გამოვიყენებთ ახალ ტექნოლოგიებსაც და ჩვეს გამოცდილებასაც.  დავასაქმებთ ადგილბრივ მოსახლეობას, ვაწარმოებთ ისეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, რომლის რეალიზიაცია  ევროკაცშირის ბაზარზე არ იქნება პრობლემა. ეს დიდი გამოწვევაა. ჩენი გუნდი მზადაა აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად.

 ჩვენი კომპლექსის ძირითადი სპეციალიზაცია არის ჩაის წარმოება, მაგრამ როგორც ცნობილია, ჩაის წარმოება არის სეზონური, ამიტომ  წლის გარკვეულ პერიოდში საწარმოო სიმძლავრეები იქნება მოცდენილი. ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა დაფნის  სახმობი ტექნლოგიური ხაზების გამართვა, მით უმეტეს, რომ ჩაის წარმოებაში არსებული დანადგარების გამოყენება შესაძლებელია აღნიშნული პროდუქციის გადასამუშავებლად

ჩვენს ინტერესებში შედის მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსები. დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას პლანტაციების რეაბილიტაციაში. გამოვიყენოთ ჯერ კიდევ არსებული ჩაის წარმოების პროფესიონალების კვალიფიკაცია; მოვამზადოთ  ახალგაზრდა სპეცალისტები  და  შევუქმნათ მათ თანამედროვე სტანდარტის სამუშაო ადგილები.

და ბოლოს,  თქვენს მიერ ნაყიდი  ყოველი  ჩვენი პროდუქტი სტიმულს აძლევს  ქართული ჩაის აღორძინებას, სამუშაო ადგილებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ასაქმებს ჩაის ფოთლის მწარმოებელ გლეხკაცს, ხელს უწყობს რეგიონში დარჩენილი ჩაის ტექოლოგიის  პროფესიონალი კადრების ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას, ახალგაზრდა სპეციალისტების გაზრდის საქმეს, 

საშუალებას  აძლევს კომპანიას საზღვარგარეთ გაიტანოს ქართული ჩაი და თავიდან გააცნოს იგი უცხო ქვეყნების მოსახლეობას,  ქართული ბაზრის შესაბამისი  სეგმენტის  დაკავებით  ხელი შეუშალოს  საქართველოში  გაურკვეველი წარმოშობისა და ხარისხის   ჩაის შემოდინებას.

მიირთვით ქართული ჩაი,  განსაკუთრებით  ჩაი – მზიანი, რომელიც   გაჟღენთილია  გურიის მწველი მზის  სითბოთი  და  გურული  ბუნების განუმეორებელი  არომატით. 

კონტაქტი ჩვენს შესახებ